LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის კულტურის კვირეული” Factory Tbilisi-ში 9-12 მაისს იმართება

161
თბილისის კულტურის კვირეული

რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება „თბილისის კულტურის კვირეული” Factory Tbilisi-ში 9-12 მაისს გაიმართება. თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაქმნილი ყოფილი „კოკა-კოლას“ ქარხანა კიდევ ერთხელ უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას. Factory Tbilisi-ს დანიშნულება თანამედროვე ქართული და საერთაშორისო კულტურის პოპულარიზაციაში ზუსტად ეხმიანება
Culture Week Tbilisi-ის კონცეფციას. კვირეული ფართო აუდიტორიისთვის 12 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს ვიზიტორებს. „თბილისის კულტურის კვირეულის“ წლევანდელი სეზონი ეძღვნება ევროპის დღეებს და მიზნად ისახავს ქართული ისტორიის და ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.


Culture Week Tbilisi, აერთიანებს ხელოვანებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, კინორეჟისორებს, ასევე პრესის და ხელოვნების სფეროს გავლენიან წარმომადგენლებს. 50-მდე საერთაშორისო სტუმარი, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, კვირეულის გასაშუქებლად ეწვივნენ – Forbes USA, The Guardian, SouthChina Morning Post, Washington Post, Elle Japan, madame Figaro Japan, GQ Japan. ამასთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ქართველი და საერთაშორისო არტისტების
ნამუშევრები, კურირებული გამოფენები და უკეთესად გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, დაესწრონ კინოჩვენებებს, კონცერტებს და მრავალფეროვან პროგრამას.
„თბილისის კულტურის კვირეულში“ წელს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტი მონაწილეობს. მათი ნამუშევარი Factory Tbilisi-ს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში იქნება წარდგენილი.


„Culture Week Tbilisi“- ს პარტნიორები არიან: Coca-Cola, McDonald’s საქართველო, m², Mastercard, SOLO, PSP, Uber Black, Caparol, Aptos, Zoommer, Philip Martin’s Georgia, The Makeup Institute Georgia.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები