LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერი შვეიცარიის დედაქალაქს ეწვევა

101
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე 11-12 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვევა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე ბერნის მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან შეხვედრას გამართავს.

„ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ურბანული განვითარების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

თბილისის მერი ასევე, შვეიცარიაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები