თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ტაქსის მძღოლები თავად აირჩევენ, მანქანის გადაღებვის ვაუჩერი მიიღონ თუ ფირის გადაკვრის. კახა კალაძის თქმით, რეფორმამ არასწორი ინტერპრფეტაცია მიღო, რაშიც ის პოლიტიკურ პარტიებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, რეფორმა არ გადავადდება.
დედაქალაქის მერმა მძღოლებს მოუწოდა, ვისაც უკვე აქვს ვაუჩერები აღებული, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს.
„ რეფორმა განხორციელდება, ამის გადავადებას და შეფერხებას საფრთხე არ ემუქრება და როგორც დაანონსებული იყო, აუცილებლად განხორციელდება. ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რაც იყო მოცემული -ვიზუალური მხარე, თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათლობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა ქალაქში, ეს ყველაფერი მათთვის უფასო იქნება, ასევე ინტერიერის ქიმიურ წმენდაზე ვაუჩერებს ვაძლევთ და ესეც უფასოა. ამას საინიციატივო ჯგუფის თხოვნით დაემატა ფირის გადაკვრა, ესეც უფასო იქნება. მძღოლებს ექნებათ ორი ალტერნატივა – უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ და უნდათ გადაღებვის ვაუჩერს, აქ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს“,-განაცხადა კალაძემ.