LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია დაბადების დღის ცენტრებს 5 000 ლარით დაეხმარება

56
33

ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები თბილისის მერიისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ დახმარებას 70-მდე ობიექტი მიიღებს.

„ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში, მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ძალიან ძლიერ დაზარალდა, ეს არის ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები. იცით, რომ რესტორნებისთვის და კაფე-ბარებისთვის გამოვყავით სპეციალური პროგრამები, რომლითაც მათ მივეცით შესაძლებლობები, რომ გარკვეული დაფინანსებები გაგვეკეთებინა, რომ ისინი მომზადებულები შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს.

შეიძლება ეს არ იყო დიდი თანხები, მაგრამ ვფიქრობ ამ რთულ ვითარებაში ამ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თანადგომა ჩვენი მხრიდან. 

ბავშვთა დღის ცენტერები პანდემიის პერიოდში ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა დაახლოებით ერთი წლის მერე დაიწყეს. 

ჩვენ გვინდა, ფინანსური დახმარება აღმოვუჩინოთ მათაც და დავეხმაროთ 5 000 – 5 000 ათასი ლარით. სუფსიდიას მიიღებს ყველა ის სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და არ არის ლიკვირიდირებული. განცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 10 ივნისამდე. პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად, ორგანიზაციის წარმონმადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება.

აღნიშნული სუბსიდიის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და ამ მიმართულებით დაახლოებით 350 ათასი ლარი დაიხარჯება“. – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g