LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია გლდანში მეტროს მეორე ამოსასვლელის მოწყობის საკითხს განიხილავს

80
BeFunky-collage

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ მგზავრთა სიმრავლის გამო ყოველ დილით, პიკის საათში, მოქალაქეებს მეტროში ჩასასვლელად რამდენიმე წუთის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ.

საკითხს დღეს, 28 სექტემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  გლდანში მეტროს ჩასასვლელი პიკის საათში მგზავრთა არსებულ ნაკადს ვერ ატარებს.

ამიტომ, თბილისის მერია ფიქრობს, რომ მეტროს სადგურ “ახმეტელის თეატრს” მეორე ამოსასვლელი მოაწყოს.

“კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ამაზე მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

 

ფოტო: სალომე სარიშვილი
ფოტო: სალომე სარიშვილი

 

გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამ ტერიტორიას დაიბრუნებს”, – თქვა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძე: დედაქალაქში ყოველდღიურად 590 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება – ადამიანმა, 500, 700-დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული

კალაძე: გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ – როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g