LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ – როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას

65
კახა კალაძე

კახა კალაძემ, თბილისის მერიის სხდომაზე, კიდევ ერთხელ განმარტა, რა იწვევს დედაქალაქში საცობებს. მერის თქმით, მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა აღარ ექნებათ.

საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, პრობლემური კვანძების თანმიმდევრულად მოწესრიგებაა საჭირო, მერწმუნეთ, როდესაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დავამთავრებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი იქნება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან დედაქალაქში არსებული საცობების გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელა და განმარტა, რომ თბილისში 12 პრობლემური კვანძია მოსაწესრიგებელი.

„საცობები თბილისში ყოველთვის იყო. არის კონკრეტული კვანძები, რაც ქალაქისთვის უდიდესი პრობლემაა.

შესაბამის სამსახურს ყველა მათგანი განსაზღვრული აქვს, თუ რომელ კვანძზე არის საჭირო ჩარევა.  მოვაწესრიგეთ მნიშვნელოვანი კვანძები – თამარ მეფის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა და ძალიან მალე დასრულდება დიდი დიღმის კვანძი. ასევე, უმნიშვნელოვანეს კვანძებზე – ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. განვსაზღვრეთ 12 ლოკაცია, სადაც საჭიროა ჩარევა, კონკრეტული პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება, მაგრამ ეს უცებ არ გაკეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

“როდესაც ამხელა სამუშაოები მიმდინარეობს მელიქიშვილზე ეს იწვევს ვარაზისხევის, ჭავჭავაძის ქუჩის გაჭედვას, ასევე პრობლემურია გადაადგილება ბარნოვის, აბაშიძის ქუჩებზე. გმირთა მოედანი როდესაც იჭედება, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას.

ბევრს კარგად არ ესმის, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია, კოსტავას ქუჩის ჩაკეტვა რას იწვევს.

მაგალითად, გუშინ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 16 650 ბრუნის გაკეთება ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით, 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ.

ეს დიდი ციფრია, მაგრამ მთავარია, რომ ვიცით, რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას. მერწმუნეთ, როდესაც ამ სამუშაოებს დავამთავრებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, ხელმისაწვდომი და კომფორტული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საცობების გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად დედაქალაქში ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.

„შარშან, პიკურ პერიოდში ქალაქში მოძრაობდა 460 000 ავტომობილი, დღეს ყოველდღიურად მოძრაობს 590 000 ავტომანქანა. ეს პრობლემაა. დღის განმავლობაში, დაახლოებით, 1 060 000 მგზავრი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ერთი მხრივ, მიხარია, რომ იზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მეორე მხრივ კი, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით,  გადაადგილება  კიდევ უფრო კომფორტული უნდა გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე დაგეგმილი პროექტი დაასახელა.

„მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწიეთ, იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვასწროთ, რათა ავტობუსებმა პრობლემების გარეშე შეძლონ გადაადგილება. ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმაც, რომლის მეორე ეტაპსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ამავე თემაზე:

„სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“– რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

კახა კალაძე: დედაქალაქში ყოველდღიურად 590 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება – ადამიანმა, 500, 700-დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული

ვასო ურუშაძე: “მეტროში ადამიანები ზოლში არ მოძრაობენო, რა მეტროს ზოლში, ჭერი არ აქვს ვარკეთილის მეტროს დღემდე, 4 წელი გავიდა? 1 წელია გოცირიძე ვერ დასრულდა, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g