LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: დედაქალაქში ყოველდღიურად 590 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება – ადამიანმა, 500, 700-დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული

63
კახა-კალაძე-7

გასულ წელს პიკურ პერიოდში (დეკემბრის დღეებში) ქალაქში მოძრაობდა 460 ათასი ავტომობილი, დღეს, ყოველდღიურად დედაქალაქში მოძრაობს 590 ათასი კერძო ავტომობილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეს გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, რატომ არის გადაადგილება დედაქალაქში პრობლემური. ეს კომპლექსურია, მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად ესეც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ, გამართული, კომფორტული და ხელმისაწვდომი ტრანსპორტი.

პირობას გაძლევთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება. ზუსტად ამის გამო კეთდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დღეს პრობლემას ქმნის. არავინ არ უარყოფს, რომ დისკომფორტია. სამწუხაროდ, დისკომფორტია, იმიტომ, რომ ორი მნიშვნელოვანი გამზირი გადათხრილია, უმნიშვნელოვანესი სამუშაო მიმდინარეობს. მერწმუნეთ, ძალიან მალე იქნება სამუშაოები დასრულებული. გადაადგილების კუთხით პრობლემა მოხსნილი იქნება. თბილისში საცობი ყოველთვის იყო, არის კონკრეტული კვანძი, რომელიც უდიდესი პრობლემაა ქალაქისთვის, ყველა განსაზღვრული აქვს სამსახურს, თუ სად არის საჭირო ჩარევა“,-აღნიშნავს კალაძე.

“ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: „კონდიციონერი ჩართე!“ , „არ მუშაობს“ –  ეს წარსულს ჩავაბარეთ.

ადამიანმა, 500, 700 – დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, გადაადგილების კუთხით პრობლემა კომპლექსურია.

„შემდეგი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა გადაადგილების თვალსაზრისით. ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოწესრიგებულია და ახალი. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი „ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მგზავრების გადაადგილების თვალსაზრისით და ეკოლოგიურად” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამავე თემაზე:

„სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“– რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

კალაძე: გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ – როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას

ვასო ურუშაძე: “მეტროში ადამიანები ზოლში არ მოძრაობენო, რა მეტროს ზოლში, ჭერი არ აქვს ვარკეთილის მეტროს დღემდე, 4 წელი გავიდა? 1 წელია გოცირიძე ვერ დასრულდა, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები