LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: „ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა“

116
თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, გვიან ღამით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.

„ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო… ერთი დაშავებული ბავშვი წაიყვანეს და ერთი ბიჭი, მდგმური იყო…“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.

„საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება.

მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე: ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა – ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობენ

ფოტო სლაიდზე: ლაშა ბერულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g