LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია სტიქიით დაზარალებულ კიდევ ორ ოჯახს დაკარგული ქონების საფასურს აუნაზღაურებს

92

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა  ხელი.  შეთანხმება 13-14 ივნისის სტიქიის დროს  დაზარალებულ კიდევ ორ ოჯახთან გაფორმდა.

წყნეთის ხევის 16 ნომერში მცხოვრებმა ეკატერინე მურადელის სამსულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა სულადობის მიხედვით განაცხადა.  წყნეთის ხევის 45 ნომერში მცხოვრები დები – მაკა გიორგიძე და ხათუნა ხურციძე ქონების საფასურის ანაზღაურებას საბაზრო ღირებულების მიხედვით დათანხმდნენ.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 44 ოჯახს სულ ჯამში  11 793 664 ლარი ჩაერიცხა.

magti 5g