LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

91

თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება თავად ნიკოლეიშვილმა მიიღო და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ნიკოლეიშვილი მუშაობას, შს სამინისტროს დაცვის პოლიციის უფროსად გააგრძელებს.

თბილისის მერს ამჟამად სამი მოადგილე ჰყავს. ვიცე-მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე იკავებს, ხოლო მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და მაია ბითაძე არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g