LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტრო ახალ ვაგონებს რუსული კომპანიისგან იყიდის

165
01fd565f6f2b0158fb9a6751bf2a5964-XL

რუსულმა კომპანიამ „მეტროვაგონმაში“ თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონების შესყიდვის ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც EBRD-ის მიერ იყო გამოცხადებული. ინფორმაციას რუსული გამოცემა Tass ავრცელებს.

ტენდერის ფარგლებში Метровагонмаш თბილისის მეტროპოლიტენს 44 ვაგონს გადასცემს. მათი საერთო ღირებულება თითქმის 50 მილიონი ევროა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიაშიც ადასტურებენ. „EBRD-ის დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს “მეტროვაგონმაში”. ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება დაგეგმილია მომავალი (2022) წლიდან და უნდა დასრულდეს 36 თვის განმავლობაში”, – ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები