LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს ორი ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება

123
მეტრო ახალი

თბილისის მეტროს 2 ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, -ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, წლის ბოლომდე თბილისის მეტროს კიდევ რვა ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა და მოცდის დროს შეამცირებს.

„მთავრობის ყოველ სხდომაზე მიწევს საუბარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაზე და მინდა გითხრათ მეტროს ვაგონებთან დაკავშირებით: ჩვენ თებერვლის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა მეტროს. ამით შესაძლებელია უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა და აქვე იყო პირობა, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი შემადგენლობა დაემატებოდა და ეს შემადგენლობა უკვე მზად არის. თუმცა, პირობა გვქონდა დადებული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა რეაბილიტირებული, განახლებული და ამაზეც უახლოეს მომავალში ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლომდე კიდევ 8 ახალი შემადგენლობა დაემატება მეტროს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში შევამციროთ მოცდის დრო. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენი მიზანია, რომ მოცდის დრო ორწუთ-წუთნახევრამდე დავიყვანოთ. სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 პროცენტით არის გაზრდილი მგზავრობის რაოდენობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იყოს კომფორტული, იყოს ყველაზე სწრაფი და ყველაზე მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ავტობუსების ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მაისის დასაწყისში საქართველოში 90 ერთეული „მანის“ ტიპის ავტობუსი შემოვა.

„ავტობუსების პარკის ჩანაცვლება ჩვენ დაწყებული გვაქვს. მაისიდან უკვე ველოდებით 90 ერთეულ „მანის“ ტიპის ახალ ავტობუსებს, რომელიც უკვე დამზადებულია ნაწილი, ნაწილი დამზადების პროცესშია და 5 მაისისთვის 90 ერთეული უკვე უნდა იყოს საქართველოში. წლის ბოლომდე ჩვენ სრულად ვაპირებთ პარკის განახლებას. მე მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსები, რომელიც მართლაც ძალიან მძიმე მდგომარებაშია და რაც შეიძლება სწრაფად საჭიროებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g