LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს გაიხსნება – ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამო და ეკომიმართულება

259

თბილისის მოდის კვირეული „ღვინის ქარხანა #1“-ში ჩაივლის. სხვადასხვა დიზაინერი კოლექციებს საინტერესო სივრცეებში წარმოადგენს. კვირეულის გახსნა ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება, როგორც სტილის კერპს. ოთხი დღის განმავლობაში მოეწყობა ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები, ღონისძიება კი ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება.

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით მიომდინარეობს, რომელიც საკუთარ თავზე „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტების მოწვევას იღებს საკუთარ თავზე, „აწარმოე საქართველო“ უცხოელ შემსყიდველებს, ე.წ. ბაიერებს ჩამოიყვანს, ღონისძიების აქტიური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად.

4 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ღონისძიების შესახებ ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ვრცლად ისაუბრეს.

თაკო ჩხეიძე:

18-21 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი აიღებს სტარტს. ოთხი დღის განმავლობაში ქართველი, უკრაინელი, რუსი, ბრიტანელი დიზაინერების კოლექციებს ვიხილავთ.

უამრავი დიზაინერია და გადარჩევა საკმაოდ რთული იყო ამდენი განაცხადის განხილვა. ჩვენმა საბჭომ შეარჩია დიზაინერები, რომლებიც კოლექციებს ოთხი დღის განმავლობაში წარმოადგენენ.

გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, რა შუაშია ტურიზმი და მოდის კვირეული, თუმცა ამ შეკითხვას არაერთხელ გავეცით პასუხი. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ ნებისმიერ ღონისძიებას, მათ შორის, თბილისის მოდის კვირეულსაც, ვიყენებთ იმისთვის, რომ წარმოვაჩინოთ საქართველო სხვადასხვა კუთხით. ჩამოგვყავს საერთაშორისო პრესა ამისთვის. წელს საერთაშორისო პრესის ოცზე მეტი წარმომადგენელი მოვიწვიეთ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით. ეს ადამიანები წარმოადგენე ისეთ ცნობილ საგამოცემო სახლებს, როგორებიც არის „ვოგი“, „ელი“, ჰარპერს ბაზაარი“ და ა.შ. კიდევ უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში გაიცნობს საქართველოს და მის უნიკალურ ტურისტულ შესაძლებლობებს.

სოფო ხუნწარია, თბილისის მერის მოადგილე:

თბილისი ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი ამ სეზონზე და მიხარია, რომ ტურისტების გამორჩეული რაოდენობაა წელს, ამას სხვადასხვა კულტურული ღონისძიება უწყობს ხელს, მათ შორის მოდის კვირეულიც. მისი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მე-18 სეზონს ვულოცავ ორგანიზატორებს, მნიშვნელოვანი თარიღია. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ხოლმე თემატურ ჩვენებას და წელს ის მიეძღვნება ბელა მირიანაშვილს. ასევე საინტერესოა ახალი ტალანტების აღმოჩენა და მადლობა ამ ინიციატივისთვის. საერთაშორისო პრესის მხრიდან უპრეცედენტო ინტერესია. მგონია, რომ არაჩვეულებრივი დღეები გველოდება წინ.

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:

18 ოქტომბერს „სტილის კერპის“ პროექტით, ჩვენ წარვადგენთ საღამოს ბელა მირიანაშვილის შესახებ. ზოგადად, ეს პროექტი ძალიან მიყვარს, რადგან ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც არსებობდნენ საქართველოში და საბჭოურ პრეიოდში ვერ გადიოდნენ უცხოეთში, მრავალი წლის შემდგომ, ბევრი ადამიანი „ნახულობს“ და ცნობილი გამოცემის ფურცლებზე…

ბელა მირიანაშვილი ძალიან დიდი მოვლენაა ქართულ კინემატოგრაფში. იყო დიდი პერსონა, უდიდესი ინტელექტის მქონე და საინტერესო ცხოვრებით… სამწუხაროა, რომ ადრეულ ასაკში შეწყდა მისი სამსახიობო კარიერა, თუმცა მუდმივ ფოსტალიონად დარჩა და დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ვფიქრობ, საინტერესო წარმოდგენა გველოდება წინ. ყოველ შემთხვევაში, მე ეს ძალიან მინდა (იღიმის).

თათია ბიძინაშვილი, „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენელი:

ჩვენი სააგენტო აფინანსებს თბილისის მოდის კვირეულზე ბაიერების ჩამოსვლას, რათა წარვუდგინოთ მათ ქართველი დიზაინერები და გაიზარდოს გაყიდვები. მიხარია, რომ ეს ღონისძიება ძალიან სტაბილურია. ასეთი ღონისძებების წყალობით, საქართველომ გაითქვა სახელი, როგორც ძალიან ნიჭიერი ადამიანების ქვეყანამ.

ნუცა მალაშხია, „ღვინის ქარნახა #1“:

ჩვენ აქ გავაკეთეთ ახალი მულტიფუნქციური სივრცე, რომელსაც ღვინის უბანი ჰქვია, სადაც შეგხვდებათ საკვები და გასართობი ადგილები. ეს ადგილი განკუთვნილია ისეთი ღონისძიებებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩენი ქვეყნისთვის. დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონს.

ნინო იოსელიანი, მოდის კვირეულის კრეატიული დირექტორი:

ჩვენებები გაიმართება ღვინის მარნებში, ულამაზეს ადგილებში, რაც ტურისტებისთვის, უცხოური პრესისთვის და ქართველებისთვისაც საინტერესო იქნება. აქ მოეწყობა გლამურული ეკობაზარი. სხვადასხვა სივრცეებს ულამაზესი დეკორით მოავაწყობთ. აქ წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია. გვინდა, ქართველ დიზაინერებთან ერთად პოპულარიზაცია გავუწიოთ საქართველოს, როგორც ეკოქვეყანას და ქართულ ეკოპროდუქციას, ბიოღვინოს, ბიოყველს და ა.შ.

მოდის კვირეულზე ბევრი ახალბედა დიზაინერი გვყავს და ჩვენი გუნდი ეხმარება მათ, უფრო კრეატიულად წარმოაჩინონ საკუთარი კოლექციები. სამომავლოდ, გვსურს, ჩვენმა დიზაინერებმა გამოიყენონ ეკონაჭრები და თბილისის მოდის კვირეული იყოს ეკო ფეშენ ვიკი, საქართველო კი გადაიქცეს ბუნებრივი ნაჭრების მწარმოებელ ქვეყნად. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრენდი. მადლობა და იმედია, მოგეწონებათ სანახაობა, რასაც ეკო მოდის კვირეულზე ნახავთ.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g