8 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეული, როგროც დაანონსებული იყო, ქართველი დიზაინერის, გიორგი შაღაშვილის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა, რომელიც ინდოეთით იყო შთაგონებული. თავად გიორგი მსოფლიო მოქალაქეა, ჯერ შვედეთში ცხოვრობდა, ახლა აფრიკაში, კენიაში ცხოვრობს, სამ შვილთან ერთად. ამბობს, რომ ფერების ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მის მიერ შექმნილი სამოსი, ალბათ, ძალიან ჭრელი იქნებოდა, თუმცა შავია მისი საყვარელი ფერი, რომელსაც არც ამჯერად უღალატა.
ჩვენებას მაკა მახარაძე, ეკა ხოფერია, ხატია შამუგია, დალი ჩიტალაძე, თიკო ნატროშვილი და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ჩვენებას კარგი რეზონანსი მოჰყვა. როგორც მაკა ამხარაძემ აღნიშნა, ძალიან უყვარს ეს დიზაინერი. მართალია, თავად ძალიან უყვარს ფერები, თუმცა იცის, რომ გიორგი შაღაშვილი შავ ფერში მუშაობს და ძალიან მოსწონს მისი ხედვა.
დიზაინერის ყველა ჩვენება გარკვეულ კონცეფციას ატარებს და არც ახლანდელ მოდის კვირეულზე მისი გამოსვლა იყო ამ მხრივ გამონაკლისი. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ახალი კოლექციიდან სამოსის მორგება ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია.
მოდის კვირეული დღეს სხვა ჩვენებებით გაგრძელდება.