თბილისის მოდის კვირეულის მეცამეტე სეზონი 31 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „დალოოდის“ ჩვენებით გაიხსნება. კვირეულის ოფიციალური განრიგი გიორგი შაღაშვილის, ჩუბიკას, ლაკო ბუკიას, მარიამ გვასალიას და სხვა ქართველი დიზაინერების და ბრენდების ჩვენებებს მოიცავს. პირველად საკუთარი კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი, ირმა შარიქაძე კი კაფსულა-კოლექციას წარადგენს მოძრაობის თეატრში, სადაც ტანგოს პერფორმანსს გამართავს.
საინტერესოა თბილისის მოდის კვირეულის მთავარი სტუმრის ვინაობაც, რაზეც „ფორტუნამ“ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად დაწერა. ეს გახლავთ დემნა გვასალია, „ბალენსიაგას“ ახალი კრეატიული დირექტორი და ბრენდ „ვეტემენტსის“ დამფუძნებელი, რომელსაც მსოფლიო მოდის სამყაროში უკვე ძალიან კარგად იცნობენ. გარდა ამისა, საქართველოს, მოდის კვირეულის ფარგლებში ესტუმრებიან ამ სფეროს საკმაოდ ავტორიტეტული წარმომადგენლები: „ვოგის“ ჟურნალისტი სარა მაუერი, მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შოპოვალობა და ფოტოგრაფი ადამ კაცი. ქართველი დიზაინერების კოლექციის ნახვას შეძლებენ „ვოგის“, „W Magazine“-ის, „Dash Magazine“-ისა და სხვა პრესტიჟული გამოცემების ჟურნალისტები.
კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 26 მარტს, გაიხსნება თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური შოურუმი, რომელიც „თბილისი მოლში“ განთავსდება.
ღონისძიების პარტნიორები არიან: სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, „გაბუნია და პარტნიორები“
ღონისძიების წარმდგენი: დეველოპერული კომპანია m2-ის პრემიარული პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“
გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოურუმი – „თბილისი მოლი“
ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“
მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ოფიციალურ კოსმეტიკა: MAC
პარტნიორი: სილამაზის სალონი სტუდია: „Keune“, „სილკნეტი“
საინფორმაციო მხარდაჭერა: Music box, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV“
გენერალური მედიაპარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“