წელს თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონი ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მიზანი მოდის ინდუსტრიის ბიზნესად ჩამოყალიბება, მოდის სფეროს განვითარება და ქართველი დიზაინერების უცხოეთში პოპულარუზაცია იყო. თბილისის მოდის კვირეული კომპანია ”ჯეოფეშენის” ორგანიზებით ჩატარდა. მხარდამჭერები ტურიზმის დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტრო და თბილისის მერია იყო. ორგანიზატორი კვირეულის ბიუჯეტს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ძირითადი თანხა უცხოელი, 35-მდე სტუმრის ჩამოყვანაზე დაიხარჯა.
თაკო ჩხეიძე: პირობებიდან და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ ვერგებით ქართულ რეალობას, ზოგადად ასეთ დიდ ღონისძიებას სადღაც 200 ათასი ლარი სჭირდება ბიუჯეტი. თუმცა, ყოფილა სეზონი 20 ათას ლარშიც ჩაგვიტარებია.
კვირეულზე მონაწილეობას 17-მდე დიზაინერი იღებდა. რამდენიმე მათგანით უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ. თაკო ჩხეიძის განცხადებით საწყის ეტაპზე მოდის კვირეულს გასართობი ხასიათი ქონდა, წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე კი მოდის სფერო ჩვენს ქვეყანაში თანდათან ბიზნესად ყალიბდება.