თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. თბილისი მერის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი.
კახა კალაძემ ტატუნაშვილს ოჯახს და მთელ საქართველოს მიუსამძიმრა.
„2 დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ტრაგედიაა, როცა ომი გმირებს იწირავს; კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ შვილს, მამას. ჩვენ დღეს ვგლოვობთ მის მშობლებთან და მის მეგობრებთან ერთად. არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და, გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას!“ – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე 2 დღის წინ გადმოასვენეს.