LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

173
69b002677a917f6618dffa1ce6a49cff_2019-05-02_ywlH09OKXG4cr

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

„ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსნებეთ, დენის მიწოდება თბილისსა და რეგიონებს ელექტროსადგურ “იმერეთის” ავარიის გამო შეუწყდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g