LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ქუჩების ძაღლები: ვის მოეთხოვება პასუხი – პატრონს, სახელმწიფოს თუ თავად ცხოველს

230

პრობლემა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით, ძაღლების ექსკრემენტებით დაბინძურებული გარემო და არასასიამოვნო სუნია. ამ საკითხზე, მოსახლეობასთან ერთად შესაბამისი სამსახურებიც საუბრობენ, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.

ძაღლების მიერ დაბინძურებულ გარემოსთან დაკავშირებით, საქართველოს აქვს კანონი, სადაც ცხოველების, მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან. ჯარიმის საფასური კი 8-დან 200 ლარამდე მერყეობს. ჯარიმის ოდენობა იმის მიხედვით განისაზღვრება თუ რა ტერიტორიაზე მოხდა ფაქტი და რომელ განმეორებით შემთხვევას ჰქონდა ადგილი. თუმცა, როგორც თავად ძაღლის პატრონები და მოქალაქეები ჩვენთან აცხადებენ, ამ კანონის აღსრულება, საქართველოში ნაკლებად ხდება.

ამასთან, პრობლემას გარემოსთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან ფეკალიები, უამრავი პარაზიტებისგან და მიკროორგანიზმებისგან შედგება. ეს შესაძლოა სხვადასხვა დაავადებების მიზეზი აღმოჩნდეს და პარაზიტების გადადება სხვა ცხოველებზე მოხდეს.

ამ პრობლემას, ძირითადად ძაღლის პატრონის თვითშეგნებას აბრალებენ. მაშინ, როდესაც ძაღლები, ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ, მათი პატრონები უხერხულობის, ზიზღის თუ კანონის უმოქმედობის გამო არ ივალდებულებენ თავს გარემოში სისუფთავის დასაცავად.

პრობლემის მოგვარებისთვის გამოსავალს, მოსახლეობა კანონის აღსრულებასა და ინფორმირებულობაში ხედავს. მნიშვნელოვანია, რომ შინაური ცხოველის მეპატრონეებს ჰქონდეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. კარგად ქონდეთ გათვითცნობიერებული ის ფაქტი, რომ ცხოველის ყოლა, უამრავ ზრუნვას მოითხოვს. შეძლებისდაგვარად, ცხოველები ისეთ ტერიტორიებზე ასეირნონ, სადაც მოსახლეობას მათი ექსკრემენტებით დისკომფორტს არ შეუქმნიან. თუმცა თუ კი ამ ფაქტს საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ექნება ადგილი, მეპატრონემ უნდა იკისროს ვალდებულება და საკუთარი ცხოველის ექსკრემენტი აიღოს, უკეთეს შემთხვევაში კი ტერიტორია შესაბამისი ხსნარით მორეცხოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g