LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ქუჩებში მსვლელობა გრძელდება: მოთხოვნა იგივე – ხელახალი არჩევნები

75
123878495-2561563004135110-1628688940710582348-n

თბილისის ქუჩებში აქცია-მსვლელობები გრძელდება.

დედაქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მეორე დღეა, მსვლელობის მონაწილეები მოუწოდებენ საზოგადოებას, კვირას აქციაზე მივიდნენ და გააპროტესტონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები.

შეკრებილი საზოგადოების ნაწილი ავტოკოლონით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ წავიდა, მოგვიანებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლა. როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ სუს-ია შედეგების მთავარი გამყალბებელი.

მეორე ავტოკოლონა ავლაბრიდან შინაგან საქმეთა სამინსტროს მიმართულებით მართავს მსვლელობას.

კიდევ ერთი კოლონა კი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართება.

შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი მოპარული ხმების დასაბრუნებლად. ასევე ინტენსიურად ჟღერდება მოთხოვნები: გადადგეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და დაინიშნოს არჩევნები განმეორებით. მსვლელობის მთავარი მიზანი კი მოწოდებაა მოქალაქეეებითვის – მივიდნენ 8 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g