LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია დაიწყო

74

20 აგვისტოდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება დაიწყო. საბუთების მიღების პროცესი 7 სექტემბრამდე გასტანს. დამატებითი რეგისტრაციისთვის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 7900 ადგილს დაამატებს.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება:

  1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;
  2. დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);
  3. ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;
  4. სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);
  5. იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;
  6. სხვა დანარჩენი განცხადებები.

რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და  შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება (ასევე, არასრუწლოვნის რეგისტრაციის ბარათი); სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g