LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის დასახელდა

49

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა.

სტოკჰოლმში გამართულ Skytrax World Airport Awards 2018-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეხუთედ დასახელდა.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, რიგის, ბელგრადის, თბილისის, ბრატისლავას სოფიას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები – 2018 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

ცნობისთვის, Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g