LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე გამოარჩიეს

107
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

აღნიშნულ ხუთეულში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, ბრემენის, კორფუს, ლონდონისა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები მოხვდა. გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ The Routes Europe ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს, სამგზავრო რეისებს 60 ავიაკომპანია 66 მიმართულებით ასრულებს. 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე კიდევ 6 ახალი ავიაკომპანია შემოდის, მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss და Transavia France. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – გატარებულ მგზავრთა რაოდენობა 4 750 830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ისე პანდემიამდელ მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, The Routes Europe საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში ყოველწლიურად ავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g