თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მეოთხე მემილიონე მგზავრს მოემსახურა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული ციფრი, 2005 წლიდან დღემდე, TAV Georgia-ს მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს – 3 808 772 მგზავრით დაფიქსირდა.