LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში

262
Untitled

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, მოწვეული მასწავლებლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების დღიდან ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, შედეგად, 2021 წლის 19 აგვისტოს მონაცემებით:

  • თსსუ-ის აკადემიური პერსონალი – ვაქცინირებულია 95%-ზე მეტი;
  • თსსუ-ის მოწვეული მასწავლებლები  – ვაქცინირებულია 95%-ზე მეტი;
  • თსსუ-ის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი – ვაქცინირებულია 90%-ზე მეტი;
  • თსსუ-ის საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტები – ვაქცინირებულია 80%-ზე მეტი.

ვაქცინაცია გრძელდება…

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – უსაფრთხო უნივერსიტეტი.

პოპულარულები