თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს საკალათბურთო სტუდენტური ლიგის გამარჯვებულია.
თსსუ-ის გუნდმა (მწვრთნელები: ლაშა ელბაქიძე და ზურა მაისურაძე) ნახევარფინალური სერია მოუგო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის მეტოქე ფინალში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო. ფინალურ სერიაში, რომელიც ორ გამარჯვებამდე გრძელდებოდა, თსსუ-ის საკალათბურთო გუნდმა დამაჯერებლად სძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთელებს.
ამ გამარჯვებით თსსუ-ის გუნდი რანგით მაღალ, „ა“ ლიგაში გადავიდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის საკალათბურთო გუნდს ამ დიდ წარმატებას.