LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება

648
თსსუ

11 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიზნით გაიმართება დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო მიმართულებით მოქმედი დაწესებულებები.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 40 მდე სამედიცინო კომპანია, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიის აქტიურ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სამედიცინო სფეროში არსებულ ვაკანსიებს და ადგილზე გაესაუბრონ კომპანიების წარმომადგენლებს.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება კომპანიების მოხსენებები თემაზე „დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნები და გამოწვევები”.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში, აგრეთვე გაიმართება მასტერკლასები თემაზე: „რეზიუმეს შექმნა”, “დამსაქმებელთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები”, “გასაუბრების ტექნიკა”.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება.

magti 5g