LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

53
საკრებულო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ხელაძის განცხადებას მოჰყვა.

როგორც ხელაძემ სხდომაზე განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედიით დივიდენდების მიღებას და ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.

საბა ბუაძე: კალაძემ დაადასტურა, რომ არაფრით განსხვავდება არც ღარიბაშვილისგან, არც კობახიძისგან, არც მდინარაძისგან

გარდა ამისა, მმართველი გუნდის დეპუტატმა ოპოზიციონერი კოლეგები სპეკულაციებში დაადანაშაულა და თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნის გამო კოლეგები გააკრიტიკა.

„საზოგადოებას ვუთხრათ, როგორ იყენებდა ამ ყველაფერს ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სხვა ტრაგედიებიდან, ძველ დროში ბავშვების გარდაცვალებიდან რაღაც დივიდენდები ჰქონდათ და ეს მოლოდინები ახლაც გააჩნდათ, მაგრამ, ვფიქრობ, საზოგადოება სწორად აფასებს, ვინ არის გულწრფელი ამ პროცესში…

13 წლის მოზარდის გარდაცვალება ოპოზიციურ პარტიებს რომ ფრთებს ასხამს, აი, ამით ხდება პოლიტიზების დემონიზება და რომ გაცოცხლებთ. ეტყობა, ვინ არის მოტივირებული პოლიტიკური ქულებისთვის და ვინ სიმართლის დადგენაზე…

ოთხი შვილის მამას [კახა კალაძეს] სთხოვდით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, რაც პირდაპირ დადანაშაულებას ნიშნავს… საზოგადოებას პირდაპირ ვეუბნები, 13 წლის მოზარდის გარდაცვალებით თქვენ იქმნით პოლიტიკურ ასპარეზს.“ – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ხელაძის ამ განცხადებამ ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, ასევე ერთმანეთთან ფიზიკურად მიახლოების მცდელობაც.

კონსტანტინე ზარნაძე: ჩვენ ყველას გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ იქნება

„მე ამ პოლემიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ იმიტომ, რომ პირადად მე და ჩვენ კითხვები გვაქვს კახი კალაძესთან. ვაკის შადრევანზე რომ ვისაუბროთ, შადრევანს რომ გახსნი დიდი ზარ-ზეიმით და იქ რომ დაპატიჟებ ბავშვებს, მშობლებს და რამდენიმე საათში დაიღუპება ანგელოზივით ბავშვი, აქ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადადგე. აღარ სჭირდება ამას აღარც გამოძიება და აღარც ექსპერტიზა.“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე.

ამ ფაქტის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლების პროცედურა შეუწყვიტა, რის შემდეგ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

კახა კალაძე – კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი, წარმატებული

პოპულარულები