LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა ბუაძე: კალაძემ დაადასტურა, რომ არაფრით განსხვავდება არც ღარიბაშვილისგან, არც კობახიძისგან, არც მდინარაძისგან

117
კალაძე და საბა ბუაძე

„თუ ვინმეს აქამდე ეგონა, რომ კალაძე ამ პარტიის განსხვავებული პოლიტიკური კაპიტალის მატარებელი იყო, მან მთელი 1 თვის განმავლობაში დაადასტურა, რომ არაფრით განსხვავდება, არც ღარიბაშვილისგან, არც კობახიძისგან, არც მდინარაძისგან და არც ერთი იმ სხვა ადამიანისგან, რომელიც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, წარმატებით აგრძელებს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა თქვა, ის, რომ თბილისის მერი საკრებულოში არ მივიდა და კითხვებს თავს არიდებს, თავისთავად პასუხია, როგორ უყურებს ბატონო კალაძე თავის მომავალს.

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას: „დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამ ტრაგედიას, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადავიყვანთ“

საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზება აუცილებელია იმიტომ, რომ საკითხის პოლიტიზება არის გარანტი, რომ ეს იყოს ბოლო ტრაგედია.

„ასეთი ტრაგედიები აღარასდროს უნდა მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გრძელდება ეს ძალიან ცუდი პრაქტიკა, რასაც ჰქვია პოლიტიკის დემონიზება. გრძელდება ეს პრაქტიკა, რასაც მათ შორის ივანიშვილი წარმატებით ნერგავს ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკა არის ყველანაირი სიბინძურის ადგილი, პოლიტიკაში არ არსებობს რაციონალური და ღირსეული მარცვალი, რომელსაც შეიძლება, რომ ჩავეჭიდოთ.

ვისმენთ, რომ საკითხის პოლიტიზებას ნუ ახდენთო. საკითხის პოლიტიზება არის აუცილებელი, იმიტომ რომ საკითხის პოლიტიზება არის გარანტი იმისა, რომ ეს იყოს ბოლო ტრაგედია და გარანტი იმისა, რომ ეს არ იყოს მორიგი ტრაგედია ამ ქალაქში.

ამისთვის არსებობს არჩეული ორგანოები, ზედამხედველი დაწესებულებები, რომ დაისვას კითხვები და როცა კითხვების დასმა დემონიზების საგანი ხდება და როცა კითხვების დასმის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვეძლევა, ეს არის სიმპტომი იმ უმძიმესი მდგომარეობის, რომელშიც ჩვენი ქალაქი იმყოფებოდა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

კახა კალაძე – კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი, წარმატებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g