LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და „საიას” სარჩელები არ დააკმაყოფილა

115
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და „საიას” სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს 10-ზე მეტი შუამდგომლობით მიმართა სამივე მხარემ, მათ შორის, რიგი მოწმეების დაკითხვის შესახებ, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არცერთი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 13 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მხარეები სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

mazda magti 5g