LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემოვლით გზაზე მისაბმელიანი ავტოტრასნპორტის მოძრაობა აღდგენილია

66

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა თბილისის შემოვლით გზაზე, თუმცა მათი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდებო ჯაჭვების გამოყენებით.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის უღელტეხილზე (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზაზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა   თავისუფალია.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა ბობოყვათი–ბათუმის მონაკვეთზე და  ამ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვა რჩება მხოლოდ ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

magti 5g