გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის – „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პრემიერა 20,21 ივნისს, 20:00 სთ.-ზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე შედგება. პრემიერა ეძღვნება სახელგანთქმული მევიოლინის კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას. დასის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ მარიამ ალექსიძე. დადგმით თანამედროვე ბალეტის მეორე სეზონი გაიხსნება.
მონაწილეობენ: ნინო გოგუა, ნათია ბუნტური, მარიამ დარჩია, ინტიგამ მამედოვი, მარიამ ქოიავა, გვანცა გელაშვილი და თინათინ მჭედლიძე
ლევან ცხადაძე, კლარნეტი
ალექსანდრე ხატისკაცი, ვიოლინო
სანდრო ჩიჯავაძე ვიოლონჩელო
ირინა ვარდელი, ფორტეპიანო