LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ: კახა კალაძე

80
dsdsdsds

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები გრიპის ვაქცინაციის უფასოდ ჩატარებას შეძელებენ. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია.

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება. იმუნიზაციის დაწყების თაობაზე თბილისის ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიისგან უკვე მიიღეს SMS შეტყობინება.“-განაცხადა კახა კალაძემ.

გახარია: ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით პანდემია დასრულდება

რომელი ვაქცინა არის საქართველოსთვის მისაღები და რა ვიცით მისი გვერდითი ეფექტების შესახებ – “ფორტუნასთან” ეპიდემიოლოგი განმარტავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები