LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ვაქცინა არის საქართველოსთვის მისაღები და რა ვიცით მისი გვერდითი ეფექტების შესახებ – “ფორტუნასთან” ეპიდემიოლოგი განმარტავს

271
BeFunky-collage (10)

ახალი კორონავირუსის დამარცხების ერთადერთ გზად დღემდე სახლედება ვაქცინა, რომლის რიგში დგას საქართველო. სპეციალისტები მსჯელობენ, თუ რომელი ვაქცინა არის უმჯობესი. “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რომელ ვაქცინას უნდა მიანიჭოს ქვეყანამ უპირატესობა.

ფაიზერის ვაქცინა კარგია, მაგრამ მისი შესაბამის გრადუსზე შენახვის შესაძლებლობა არ გვაქვს: ცერცვაძე

ეპიდემიოლოგი რამდენიმე კრიტერიუმს ასახელებს, რომელსაც ვაქცინა უნდა აკმაყოფილებდეს.

“უნდა იყოს ძალიან ეფექტური. ამ შემთხვევაში „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინები საკმაოდ ეფექტურია.

მაგრამ ამის გარდა, ყველა ვაქცინა გამოყენებისთვის უნდა იყოს ადვილი. გარკვეულ ვაქცინებს აქვთ საჭიროება, რომ შენახული იყოს მინუს 70 გრადუსზე. ასეთი ტემპერატურის ალბათობა ჩვენთან შესაძლებელია, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე ცენტრში და ლაბორატორიაში.

საქართველოს დიდიხანია აქვს დაწყებული იმუნიზაციის ქსელი. მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ადვილად გაკეთდეს ვაქცინის და მისი მენეჯმენტი, ამისთვის უმჯობესია, უფრო ნაკლებად მომთხოვნი გარემო პირობები. ასევე, ისეთ ვაქცინას უნდა მივანიჭოთ, რომელიც უფრო მოკლე დროში იძლევა იმუნიტეტს და ნაკლები რევაქცინაცია დასჭირდება. ერთ-ერთი კომპონენტი იქნება, რა თქმა უნდა, ფასიც, თუმცა ხარისხის დაუზიანებლად. ეს უნდა იყოს ზოგადი კრიტერიუმები. ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებით მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს,”- განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, ეს ნებისმიერ ვაქცინას ახასიათებს, თუმცა ასეთი რეაქციები ძალიან იშვიათია.

“ეს არის მილიონში ერთი შემთხვევა. დღეისათვის ამასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაციაც არ არსებობს. მაგრამ იმ ვაქცინებმა, რომლებზეც ვსაუბრობთ, ძალინ მცირე გართულებები აჩვენეს. ვაქცინები და ნებისმიერი მედიკამენტები, მუდმივად გადის მონიტორინგს და ჩვენც ვაკვირდებით მათ ეფექტებს. ასე იქნება ეს ვაქცინებიc. ამიტომ იმის გამო, რომ გვერდითი ეფექტები აქვს, თავი შევიკაოთ და არ გავიკეთოთ, ამის საჭიროება არ არის. მსოფლიოში ასობით ადამიანი იკეთებს და გვერდითი ეფექტები არის ძალიან მინიმალური. შეიძლება ითქვას, იმაზე მინიმალური ვიდრე სხვა უფრო რთულ ვაქცინებს აქვთ. ამიტომ, ამისი გაკეთება ნამდვილად ღირს”- განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას ეპიდემიოლოგმა.

“თუ ამას გააკეთებს მოსახლეობის 90%-ი, არც ახალი შტამი შეგვაშინებს, არც არავითარი შეზღუდვები იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა მოქალაქეებს

ახალი წლის პერიოდში იმდენად იქნება ახლო ნათესაური სტუმრობები, დარტყმა აუცილებლად გვექნება იანვრის მეორე ნახევარში: კულუმბეგოვი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები