ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ახალი შტამის დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გავრცელების სისწრაფის მიუხედავად, ის მძიმედ არ მიმდინარეობს.
“ინფექციის გამარტივებით გადაცემაზეა საუბარი ერთი ადამიანიდან მეორეზე, მაგრამ ის, რომ ეს ინფექცია მძიმედ წავა ან ვაქცინა არ იმოქმედებს, ეს მონაცემი ჯერჯერობით არ არსებობს და იმედია, არც იქნება მსგავსი ევოლუციური განვითარება პანდემიის,”- განაცხადა კულუმბეგოვმა.
ვინც კორონავირუსი გადაიტანა, იმუნიტეტი ახალი შტამიდანაც დაიცავს – ცერცვაძე
ახალ შტამზე საუბრისას კულუმბეგოვმა კიდევ ერთხელ მიუთითა იმ რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე, რაც საზოგადოებას პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესმის სპეციალისტებიგან.
“ადამიანებს ერთადერთი ვალდებულება გვაქვს მხოლოდ. ეს ვირუსი, რაც არ უნდა განსხვავებული შტამი იყოს, სახლში, ღია ფანჯრიდან და კარიდან, თვითონ არ შემოდის ჩვენთან. ამიტომ მაქსიმალურად, ვატაროთ ნიღაბი, ხელი მუდმივად ვისუფთაოთ, დავიმუშაოთ, დავიბანოთ და შევეცადოთ, რომ ამ ზამთრის პერიოდში არასაჭირო სტუმრიანობისგან და შეკრებებისგან თავი შევიკავოთ.
თუ ამას გააკეთებს საქართველოს მოსახლეობის 90%-ი, არც ახალი შტამი შეგვაშინებს, არც არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკმარისი იქნება ეს ღონისძიებები გავითავისოთ. ამას კი, სამწუხაროდ, არ აკეთებს მოსახლეობის თითქმის 55%-ი, რის გამოც ვართ ამ სიტუაციაში.”- განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას კულუმბეგოვმა.
შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ: პაატა იმნაძე