LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის პერიოდში იმდენად იქნება ახლო ნათესაური სტუმრობები, დარტყმა აუცილებლად გვექნება იანვრის მეორე ნახევარში: კულუმბეგოვი

855
BeFunky-collage (1)

შეზღუდვების მოხსნას ვირუსის გავრცელების ზრდა მოჰყვება – ასეთია სპეციალისტების მოლოდინი. როგორც იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ სადღესასწაულო დღეებში სტუმრიანობის თვალსაზრისით.

“ახალი წლის პერიოდში იმდენად იქნება ახლო ნათესაური სტუმრობები, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვდეთ ექიმები , განსხვავებულად შეხვდნენ ახალ წელს, დარწმუნებული ვარ, 80%-ი საქართველოს მოსახლეობის ამას ყურადაც არ მიიღებს. ამიტომ აქედან ჩვენ ისედაც გვექნება დარტყმა, აუცილებლად იანვრის მეორე ნახევარში. ამას თუ კიდევ მაღაზიებში რიგები, ტრანსპორტის აღდგენა დავამატეთ და მთელი ერთი კვირა შავი პარასკევი მოვაწყვეთ, რაც ჩვენ ვნახეთ 27 ნოემბერს, უდავოდ ეს იქნება სერიოზულად დამაზიანებელი მოსახლებისთვის“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

რაც შეეხება დღევანდელ პოზიტიურ დინამიკას ახალი შემთხვევების გავრცელების კუთხით, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ თუკი ყურადღებას მოვადუნებთ რეგულაციების დაცვის ნაწილში, ეს ინფექციის გავრცელების გაზრდას გამოიწვევს.

შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ: პაატა იმნაძე

„იმედია, პიკური სიტუაცია უკან მოვიტოვეთ და მოვდივართ ასე ვთქვათ, თავდაღმართისკენ, მაგრამ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ინფექციის შიდასაზოგადოებრივი გავრცელება რომ შეწყდეს, ამას მინუმუმ 50%-იანი საზოგადოებრივი ინფიცირების მაჩვენებელი სჭირდება. ჩვენ ამ მაჩვენებელთან ძალიან შორს ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია უნდა გადაიტანოს მინიმუმ ორმა მილიონმა ადამიანმა. ამიტომ, როგორც კი შეზღუდვებს მოვადუნებთ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ეს ინფექცია ზემოთ ავა, მითუმეტეს ზამთრის პერიოდში, რადგან მჭირდო ადამიანური კონტაქტები იზრდება და დახურულ სივრცეებში მეტ დროს ვატარებთ. ამიტომ, ძალიან სახიფათოა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ზემოქმედებს ეპიდემიის ტრაექტორიაზე და უცებ ეს შეიძლება დაგვერღვეს. ამის შედეგი 10-14 დღეში ჩანს.“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g