LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც კორონავირუსი გადაიტანა, იმუნიტეტი ახალი შტამიდანაც დაიცავს – ცერცვაძე

302
კორონა 3232232

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  ვირუსის ყველაზე საშიში თვისებაა, მუტაციით მიღებული შტამის უფრო მეტ სიკვდილობასა და დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევდეს.

„ასეთი შემთხვევა კორონავირუსთან დაკავშირებით დაფიქსირებული არ არის და ეს უკვე ძალიან კარგია“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი სახეობა გაცილებით მეტად გადამდებია, რაც კარგი არ არის.

ცერცვაძემ ასევე ისაუბრა ექიმების მოლოდინზე, რომ ახალი ვირუსის შტამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებით გამოყენებას ხელს არ შეუშლის.

რატომ ვრცელდება ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად

„ახალი ვირუსის შტამი დაფიქსირდა, რომელიც შეიქმნა მუტაციის შედეგად. ინგლისის სამხრეთ რეგიონში აღმოაჩინეს ეს შტამი. რამდენადაც მე ვიცი, 30 % უკვე ინფიცირებულია ამ ახალი შტამით. დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსის ყველაზე საშიში თვისება, მუტაციით მიღებულ შტამი რომ იწვევდეს მეტ სიკვდილობას და დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას, ასეთი დაფიქსირებული არ არის და ეს უკვე ძალიან კარგია. სამაგიეროდ, დაფიქსირებულია, რომ ის უფრო იოლად გადამდებია და მეტი ადამიანის დასნებოვნება შეუძლია. ეს კარგი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ.

საბედნიეროდ, ვარაუდობენ, რომ ეს შტამი არ შეუშლის ხელს ვაქცინის წარმატებით გამოყენებას, კერძოდ, ის არ არის იმდენად შეცვლილი მუტაციის შედეგად, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს, ანუ ვაქცინა მოახდენს ამ შტამით ინფიცირების პრევენციასაც. და თუ ეს ასეა, მაშინ ის კოვიდპაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ინფექცია, მათ იმუნიტეტი ამ ახალი შტამიდანაც დაიცავთ. რამდენადაც ვიცი, ლუგარის ცენტრში დროდადრო ასეთი კვლევები ტარდება, მაგრამ საქართველოში არ დაფიქსირებულა ასეთი სერიოზული მუტაციები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g