LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვრცელდება ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად

275
epa08403143 Members of the public pass Tower Bridge, Central London, Britain, 05 May, 2020. Britons are now in their sixth week of lockdown due to the spread of the SARS-CoV-2 coronavirus which causes the Covid-19 disease.  EPA-EFE/WILL OLIVER

მსოფლიო უკვე ერთი წელია კორონავირუსს ებრძვის. ბოლო პერიოდში გამოჩნდა ვაქცინა, რომელსაც მსოფლიოსთვის შვებით ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცა. მაგრამ როგორც ჩანს, გვირაბის ბოლოს ნათელი წერტილის გამოჩენა ჯერ ადრეა.

დიდ ბრიტანეთში, რომელიც პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ვაქცინაცია დაიწყო, კორონავირუსის ახალი შტამი გაჩნდა.

პირველმა ბრიტანელმა “ფაიზერის” ვაქცინა მიიღო, ის 90 წლის ქალბატონი მარგარეტ ქინენია

მსოფლიო თითქოს პანდემიის ათვლის წერტილს დაუბრუნდა. ახალი პანდემიის შიშის გამო ბევრმა ქვეყანამ ბრიტანეთში ფრენებიც აკრძალა.

საქართველოში საკოორდინაციო საბჭომ კი მიიღო გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა, 12 დღე კარანტინში გაატარონ.

ახალ ვირუსს, რომელიც აქამდე არსებულზე სწრაფად ვრცელდება, მსოფლიო შიშით აკვირდება. მის შესახებ ჯერ ბევრი რამ არაა ცნობილი, მაგრამ რამდენიმე დეტალი ამ ორ კორონავირუსს შორის განსხვავებაზე, უკვე ვიცით. ბრიტანული მედია კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფად გავრცელების მიზეზებზე წერს.

ის უფრო სწრაფად იმიტომ ვრცელდება, რომ აქამდე ცნობილ შტამისგან განსხვავებით 2 ამინომჟავა არ აქვს.

ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტირებას და ეს საშიში არაა. არსებული კორონავირუსის სხვა ახალი შტამები ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ აღმოჩნდა ჩინეთში. ახალი შტამების შემთხევევები დაფიქსირებულია ესპანეთში და აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე რეგიონში.

აღშანიშნავია ისიც, რომ პაციენტებმა, რომლებიც მუტირებული კორონავირუსით დაინფიცირდნენ, დაავადება უფრო მსუბუქი ფორმით გადაიტანეს.

ასევე ამბობენ, რომ ახალი შტამი ვაქცინას ვერაფერს დააკლებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანი მეთ ჰენკოკი განმარტავს:

„აქამდე შემუშავებული ყველა ვაქცინა აკოდირებს ინფორმაციას კორონავირუსის ცილების შესახებ და პაციენტის იმუნური სისტემის სტიმულაციას იწვევეს, ვირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევაშიც კი. ახალი შტამის მიმართ ვაქცინა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება არაეფექტური თუკი ვირუსი მთლიანად იცვლის სახეს და დიდი რაოდენობით ცილების მუტაციას მოახდენს“.

ამ ეტაპზე მეცნიერები არ მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს.

ექიმები ამბობენ, რომ ახალი შტამისგან თავდასაცავად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც აქამდე ვიქცეოდით. უნდა ვატაროთ  პირბადე, რომესაც უკვე ყველა მივეჩვიეთ და ორმეტრიანი დისტანცია.

ექიმები ამბობენ, რომ სხვა წამალი ჯერჯერობით არაა.  მათ შორის ვაქცინაციაც კი, რადგან   იმუნიტეტი იქმნება ვაქცინის გაკეთებიდან 28 დღეში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g