LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველმა ბრიტანელმა “ფაიზერის” ვაქცინა მიიღო, ის 90 წლის ქალბატონი მარგარეტ ქინენია

250
history

კოვენტრის სამედიცინო ინსტიტუტის საავადმყოფოში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო.

პირველი ბრიტანელი, რომელმაც “ფაიზაერისა” და “ბიოენტეკის” მიერ წარმოებული ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალბატონი მარგარეტ ქინენი გახდა.

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღნიშნული ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა ერთი კვირის წინ გასცა.

6 დეკემბერს ინგლისის საავადმყოფოები მომარაგდა ვაქცინის 800 000 დოზით, დამატებით 40 მილიონ ვაქცინას კი სახელმწოფო სულ მალე მიიღებს.

ვაქცინაცია თავდაპირველად რისკჯგუფისა და ასაკოვან პაციენტებს ჩაუტარდებათ. ინდივიდზე საჭიროა ვაქცინის ორი დოზა, მისი მიღების ინტერვალი კი სამი კვირაა.