თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველო “მოდერნას” ან “ასტრაზენეკას” ვაქცინას მიიღებს, ვინაიდან მათი შენახვა უფრო შესაძლებელია, ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე.
ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის უფრო სასურველი მოდერნას ვაქცინაა, რადგან მას -200-იანი მაცივარი სჭირდება.
“მე მგონია, “ფაიზერს” ჩვენები არ აიღებენ. ფაიზერი ძალიან კარგია, მაგრამ -80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. ამის საშუალება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს. საქართველოში გვაქვს -80°-იანი მაცივრები, მაგრამ სულ ერთეულები, მაგალითად, ჩემს სამსახურში ორი დგას. მასიურად, განსაკუთრებით რაიონებში -80°-იანი მაცივრები არ არის. “ფაიზერი” ნაკლებად სასურველია ჩვენთვის, უფრო “მოდერნა”, მას -20 გრადუსიანი მაცივარი სჭირდება, ან ყველაზე კარგია “ასტრაზენეკა”, მას ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახავენ და ეფექტი იგივეა”, – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.