“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის მე-2 ჩიხში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 17:00-დან 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება რჩეულიშვილის ქუჩას თავის შესახვევებით და რევაზ ჯაფარიძის ქუჩას.
საბურთალოს რაიონში, ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 22:15-დან 08:00 საათამდე, წყალი გაითიშება ბუდაპეშტის N15 და ლვოვის N92,94, 96, 81-დან 97-მდე სახლებში, აგრეთვე, ონიაშვილის N61-დან 89 და N64-დან 80-ის ჩათვლით მოსამართებზე.
სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში, მერი მდივნის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 23:00-დან 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება სოფლებს, ნასაგურსა და წინუბანს.
ასევე, საბურთალოს რაიონში, მირიან მეფის ქუჩის წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, , 20:30-დან 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება დიდი დიღომის მე-3 მ/რ.
ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის მე-2 გასასვლელის N 20-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 2 დეკემბერს, 20:30-დან 04:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება გვაზაურის ქუჩას თავისი შესახვევებით.
გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე, სასტუმრო ბახტრიონთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 20:00-დან 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება სასტუმრო “ბახტრიონს”.
ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-10 კვარტალის 25-ე კორპუსთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 18:30-დან 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება თემქის 10 კვარტალის N25 კორპუსს,
სამგორის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ.N 21-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 2 დეკემბერს, 18:45-დან 02:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქ.N 17,19,21,23.
მთაწმინდის რაიონში რჩეულიშვილის 2 ჩიხში წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 17:00-დან 23:00 საათამდე, წყალი გაეთიშება რჩეულიშვილის 2 ჩიხს.
დიდუბის რაიონში აღმაშენებლის ხეივანისა და ახმეტელის კვეთაზე ტარდება ტექნიკური სამუშაოები, რიც გამოც 16:30-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის 1,2,3,4,5,6 კვარტლებს და ბელიაშვილის ქუჩა.
აეროპორტის დასახლების N 1 კორპუსთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 2 დეკემბერს, 16:10-დან 03 დეკემბრის 03:00 საათმდე, წყალმომარაგება შეუწყდება აეროპორტის და ქვ. ალექსეევკის დასახლებებს.
ვაკის რაიონში ტიციან ტაბიძის ქ.N 4 თან ქსელზე დაზიანებაა, რის გამოც 16:10-დან 22:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ აბაშელის, ტ.ტაბიძის,ცხვედაძის,რაზმაძის # 1-დან 23-ჩათვლით და არაყიშვილის # 19-დან ბოლომდე ქუჩებს.
დიდუბის რაიონში აღმაშენებლის ხეივანი “სოკართან” ტარდება ტექნიკური სამუშაოები, ამიტომ 15:30-დან 19:00-საათმდე, წყალმომარაგება შეუწყდება ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას, ბელიაშვილის ქ. N40, ლიუბლანის ქუჩაზე ბავშვთა სავადმყოფოს და იმავე ტერიტორიაზე ყველა სამედიცინო დაწესებულებებს.
ისნის რაიონში ციხისძირის ქ. N 76 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 2 დეკემბერს, 14:45-დან 20:00 საათმდე, წყალმომარაგება შეუწყდება ციხისძირის ქ. ციხისძირის 2 შესახვევს,ბოგდან ხმელნიცკის 2 შესახვევს,სამრეწველოს 1 ქუჩას,წულაძის 2 შესახვევს და წულაძის გასასველელებს.
ასევე, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N 114 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 14:20-დან 19:00 საათმდე, წყლის მიწოდება შეუწყდება წინამძღვრიშვილის ქ. N 69-დან N117-მდე; N90-დან N136-მდე.
ისნის რაიონში, აბუსელიძე-ტბილელის ქ.N 17 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, , 13:50-დან 19:00 საათმდე, წყალი გაითიშება მატროსოვის, სახალხოს და გუდარეხის ქუჩებზე.
გლდანის რაიონში, მუხიანის დაჩებზე, მუხის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 12:55-დან 19:00 საათმდე, წყალმომარაგება შეუწყდება მუხის, გურიის და იაკობის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქ. N46 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 2 დეკემბერს, 12:45-დან 18:00 საათმდე, წყალმომარაგება შეუწყდება მანჯგალაძის, სურგულაძის და ცოტნე დადიანის N105, 107, 109 ქუჩებს.