შპს „საქართველოს მელიორაცია“ დაინტერესებულ პირებს თბილისის ზღვასთან კომპანიის მფლობელობაში არსებული ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთზე „მცირე ჰესის“ მოწყობის მიზნით საინვესტიციო წინადადებების წარმოდგენას სთავაზობს.
შპს ”საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციით, თბილისის წყალსაცავში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის წყალსაგდებ კვანძამდე შესაძლებელია მოეწყოს ჰიდროტექნიკური კვანძი მც. ზომის ჰიდროელექტრო სადგურის წყალაღებისთვის, რომლის ვარდნა დაახლოებით H=5.0 მ შეადგენს.
ასაღები წყლის მაქსიმალური ხარჯი Q=6.0 მ 3 /წმ-ია, თბილისის წყალსაცავის საპროექტო ნიშნული არსებულ მაქსიმალურ დონესთან მიმართებაში 8 მეტრს წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელია 1 მეტრით გაიზარდოს.
ინვესტორის მხრიდან წარმოდგენილი წინადადების საპროექტო სამუშაოების ვადა 4 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 12 თვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია საინვესტიციო წინადადებას არ განიხილავს.
ინფორმაციისთვის, სიონის წყალსაცავიდან წყლის ხარჯის რეგულირებით, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით, მოედინება და თბილისის წყალსაცავში ჩაედინება.
დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა შპს „საქართველოს მელიორაციაში“ 2016 წლის 7 დეკემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.