“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია. დეპუტატის განამარტებით, ბექა კვიციანს მეორე დღეა ეძებენ, მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო. ემზად კვიციანი აცხადებს, რომ მოკლული ნოდარ ცხადაძე ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ნახა.
„ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა“, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი.
36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას გუშინ იპოვეს. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.