LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია მიმდინარეობს [ვიდეო]

115

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია მიმდინარეობს, როგორც ცნობილია, ოპერაციას სპილოს სამხრეთ აფრიკელი ვეტერინარები გაუკეთებენ. სპილო გრანდს ანესთეზია გაუკეთდა

უცნობია, რამდენხანს გაგრძელდება ოპერაცია, თუმცა როგორც ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  ინფექციური პროცესების განვითარების რისკის გამო, გრანდს ერთი ეშვი თბილისში ჩამოყვანიდან 3 თვეში ამოუღეს. ეს ოპერაცია 11 საათს გაგრძელდა.

დღეს დილიდან თბილისის ზოოპარკში სპილოსთვის ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაციის მოსამზადებელი პროცესები მიმდინარეობდა, დილიდან ადგილზე სპეციალური ტექნიკაა (ამწე) მობილიზებული. ოპერაციისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურა და საშუალებები თავად უცხოელმა სპეციალისტებმა ჩამოიტანეს. ისინი სპილოს ოპერაციას ანაზღაურების გარეშე გაუკეთებენ. უცხოელი ვეტერინარების შერჩევაში თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობას BBC დაეხმარა. ადგილზე იმყოფება BBC-ს გადამღები ჯგუფიც, რომელიც ამ ოპერაციისა და თბილისის ზოოპარკის შესახებ ერთსაათიან ფილმს გადაიღებს.

სპილო გრანდი 23 წლისაა, ის თბილისის ზოოპარკში 2014 წელს ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორივე ეშვი უკვე დაზიანებული ჰქონდა, რაც წლების წინ მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში სპილოს ტრანსპორტირების დროს მოხდა. ასევე ცნობილია, რომ სპილო გრანდს ერთი ეშვი უკვე ამოღებული აქვს და მაშინ სპილოს ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა.

“ოპერაციას სამხრეთ აფრიკელი ვეტერინარები ჩაატარებენ: ქირურგი და ანესთეზიოლოგი. მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება. ამასთან, მიმდინარეობს ფილმის გადაღება, რომელსაც BBC იღებს. კერძოდ, ახალი სერიალისთვის “დიდი ცხოველების ოპერაციები”, სადაც ერთი ეპიზოდი, დაახლოებით ერთსაათიანი ფილმი მიეძღვნება გრანდის და თბილისის ზოოპარკის ისტორიას. სწორედ BBC-ს საშუალებით გახდა შესაძლებელი ახლა ამ ოპერაციის სწრაფად ჩატარება. მათი საშუალებით დავუკავშირდით ჩვენ სამხრეთ აფრიკელ ქირურგებს, რომლებიც ყველანაირად დაგვეხმარენ,” – აღნიშნა გურიელიძემ.

 

 

magti 5g