LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისკენ ფრენა თვის ბოლომდე ბარსელონადანაც შესრულდება

53
Barcelona - Park Guell, Spain

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ფრენები 24 და 27 აპრილს, თბილისიბარსელონათბილისისა და თბილისივარშავათბილისის მიმართულებით შესრულდება.

Georgian Airways აპრილში ფრენას დამატებით კიდევ 3 უმსხვილეს ქალაქში შეასრულებს

ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე

„რა თქმა უნდა, ეს ფრენებიც განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება 2 დღით ადრე მითითებული თარიღით. ჩვენ მომავალშიც ეტაპობრივად განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას”, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ რეისებს ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g