LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისმა დიდი იმედი დაკარგა… წარმოუდგენელი დანაკლისია… შეცდომას არ დაუშვებდა, იმხელა გამოცდილება ჰქონდა“ – ცირა ელისაშვილი რუსთაველის გამზირზე, მშენებლობაზე ტრაგიკულად დაღუპულ გიორგი კელენჯერიძეზე

279
ცირა ელისაშვილი

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

„ეს გიორგი კელენჯერიძეა. რუსთაველის 30 ნომრის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი. 37 წლის.

მას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციიდან ვიცნობდი. ზურაბ ოზმანოვის ჯგუფის წევრი იყო. ამ ჯგუფს უპირობოდ ვენდობი.

საოცარი ბიჭი იყო, მშვიდი, სიტყვაძუნწი, მუდამ მომღიმარი და საკუთარი საქმის ძალიან დიდი პროფესიონალი.

თბილისმა დიდი იმედი დაკარგა. ძალიან უდროო იყო მისი წასვლა. წარმოუდგენელი დანაკლისია.

ერთი, რაც ვიცი გიორგი შეცდომას არ დაუშვებდა, იმხელა გამოცდილება ჰქონდა. მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა იყოს დაცული, ასეთი ადამიანური და პროფესიული ტრაგედია რომ არ განმეორდეს.

მადლობა, გიო, თბილისისთვის და ბოდიში“, – წერს ცირა ელისაშვილი. 

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები