გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დღეს სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. გარდაიცვალა მათი კოლეგა ლიკა ვაჩეიშვილი.
ლიკას გარდაცვალების გამო უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მწუხარება.
ურბანისტი ცირა ელისაშვილი წერს:
„GIPA-ში ყოფნის 21 წლის მანძილზე რამდენი სტუდენტიც მყოლია, ყველა მახსოვს. მათ შორის იყვნენ გამორჩეულებიც. ასეთი იყო ლიკა ვაჩეიშვილი – დინჯი, გონიერი, თავმდაბალი, ძალიან ჭკვიანი, მოცინარი თვალებით… ისეთი სიმშვიდე მოდიოდა მისგან.
ამ წლების განმავლობაში რამდენიმე სტუდენტი გარდაიცვალა. ყოველ ჯერზე ასეთი ამბის გაგებისას მგონია, რომ თითოეული მადგანი მე გარდამეცვლება, ხოლმე. ანი მაისურაძე, თორნიკე მახარაძე, ლევან სორდია, გოგა სადუნიშვილი, გვანცა დიასამიძე, დათო გიორგიძე, მარიამ ლაზარაშვილი და ახლა უკვე ლიკაც. ნათელში იყავი, ჩემო კეთილო ადამიანო. გამძლეობა შენს ოჯახს.
ყოველთვის მემახსოვრები “, – წერს ცირა ელისაშვილი.
