LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისობის კონცერტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს – „პანაშვიდი ღია ცის ქვეშ…“

106

თბილისობის კონცერტზე გამოხმაურებები არ წყდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ჯგუფ „ნიუტონის“ მიერ შესრულებული „შემოდგომის ყვავილებს“ ახლებური ინტერპრეტაციით, რომელმაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ზოგადად, კონცერტის მიმართ უარყოფითი შეფასებები ისმის იმ მომღერლების მხრიდანაც, რომელთაც თბილისობის გალაკონცერტში მონაწილეობა არ მიუღიათ. წერენ, რომ ის ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებების ის ვერსიები, რაც კონცერტზე აჟღერდა, მიუღებელი იყო.

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელსაც რეპერ ძვალთან ერთად „ჩემო თბილის-ქალაქოს“ რემიქსი აქვს ჩაწერილი, აღნიშნავს:

„არც ერთი თბილისობის გალაკონცერტზე არ დაგვიძახეს, როცა ისეთი თბილისო გვაქვს გაკეთებული მე, აჩი ვანიშვილსა და ბორიკო შხიანს, რომ ხალხი დღემდე გიჟდება. იმის ნაცვლად, რომ კონცერტი დაგვეხურა ამ სიმღერით, არც მიგვასუნინეს, აჰაჰაჰაჰა. სამაგიეროდ, გამართეს პანაშვიდი ღია ცის ქვეშ.

მეზარება, თორემ პასუხს მოვთხოვდი ორგანიზატორ კორიფეებს :))))) თუ მეტყოდნენ, რომ ორკესტრი უკრავდა და მაგიტომ ვერაო, ორკესტრთან ბევრად დიდებული იქნებოდა ეს სიმღერა…. შევეთავსებოდით როგორმე, არ ვართ მეტალურგები, სხვებისგან განსხვავებით :)))))

მოკლედ, ამიტომ გავაკეთე ჩემი საბავშვო სტუდია და ვარ ბედნიერი, ამ გენიოსებთან რომ აღარ მაქვს საქმე :)))))))) როგორ გითხრათ, სულ ეგრე გემღერებოდეთ-მეთქი, წყევლა გამომივა :))))) ❤️❤️❤️
წარმატებას გისურვებთ. თქვენი მაია კაჭკაჭიშვილი :))))“

კონცერტს ასევე გამოეხმაურა პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელიც სოცქსელში წერს:

„საერთოდ არ ვაპირებ ამ მერიის მიერ დაფინანსებულ კონცერტებზე კომენტარის გაკეთებას და შეფასებას, ბევრი ჩვენი კოლეგა მონაწილეობს და არ ვთვლი მართებულად. თბილისობას და ახალ წელს ვგულისხმობ. ხალხმა შეაფასოს, ვისთვისაც კეთდება ეს კონცერტები (სწორედ მაყურებლის რაოდენობით და მსჯელობით იზომება, როგორი ხარისხის კონცერტი იყო, კარგი თუ ცუდი, კარგად ისმოდა ხმა თუ რომელიმე მომღერალმა ცუდად იმღერა, თუ როგორ ეცვა…).

მერე მეორე, ჩემო საყვარელი ჟურნალისტებო, 4 წელია ზედიზედ მეკითხებით, ლელა რატომ არ არისო? ადრესატი ჩვენ ვერ ვიქნებით, ეს ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, ვინც აკეთებს ამ კონცერტებს და რეჟისორებს, ვისაც თავისი ხედვა აქვს. მე მხოლოდ შემიძლია ვუპასუხო ორგანიზატორებს იმ შემთხვევაში, თუ მათ გააკეთეს კომენტარი თავად, თუ რა პრინციპებით არჩევენ მონაწილეებს, თუ ჩავთვლი, რომ ეს არასწორია.

დანარჩენი, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ თბილისობას და ახალ წელსაც და ვისაც სურვილი ექნება, დაესწარით და შეგვაფასეთ. ყველას წარმატებები…

პ.ს. ღია ცის ქვეშ, გაყინულ სცენაზე, ორკესტრანტს ნუ სთხოვთ კარგად დაუკრას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც უნდა ააწყო ინსტრუმენტი, იშლება ზუსტად ხუთ წუთში. ჰკითხეთ მათ და გიპასუხებენ. გახმოვანებასაც კიდევ ცოდნა უნდა, დიდი გამოცდილება. როგორც ლაივში ეთერში გასვლას, სიმღერაზე აღარ ვლაპარაკობ“.

აჩი ვანიშვილი, ძვალი:

თბილისობის კონცერტს ვუყურებ და არ მომწეროთ, ხელი არ შემიშალოთ, უყურეთ თქვენც, თუ არ გინახავთ ჯერ, ძალიან საინტერესო ყოფილა…“

მაია დარსმელიძე:

„ისეთი კონცერტი დაიდო, არგასამაზია. უნდა ნახო აუცილებლად“

სოფო ნიჟარაძე:

„თბილისობა 2016“, ჰაჰაჰა… ჩემო საყვარელო მეგობრებო, ვიცი, რასაც გულისხმობთ სიტყვაში „აკლდი“, „დაგვაკლდი“, მაგრამ ნამდვილად არ ვაკლდი, არა…“

კონცერტს გამოეხმაურნენ ის შემსრულებლები, რომლებიც თავად გამოდიოდნენ თბილისობის ღონისძიებაზე.

ნინი ბადურაშვილი:

„მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვანახა, რომ გარეთ ყინვაში live კონცერტი დიდი ორკესტრით ვერ ხმოვანდება. სამწუხაროდ, საქართველოში რაც არის გარეთ, იგივე ვერ გადის ეთერში. ამის გამო მუდამ არის ლანძღვა ყოველ წელს. არ შეიძლება, რომ აღარ იყოს ცოცხალი და იყოს თუნდაც მინუსი? რომ
სულ ეს პრობლემა არ იყოს მთელი ცხოვრება?!“

თაკო გაჩეჩილაძე:

„სად არის ეს უარყოფითი სტატუსები კონცერტზე? თუ ყველა Unfollow-ზე მყავხართ? დამითაგეთ, გთხოვთ, კეთილი კოლეგები“.

 თიკა ჯამბურია:

„რა პანიკაა, არ მჯერა…“

magti 5g