LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ახალი წელი 1,5 მილიონ ლარი დაუჯდება

59

თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის თითქმის 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში 10 დღის განმავლობაში გაიმართება, რაზეც თბილისის ბიუჯეტიდან 1 499 000 ლარი გამოიყოფა.

მერიის ცნობით, თბილისში საახალწლო ღონისძიებები – 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს, მათ შორის 31 დეკემბრის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g