LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ შეემატება

190

საერთაშორისო  სამშენებლო  კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მწვანე ბუდაპეშტის“ დასრულების შემდეგ, უფრო  მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს.

როგორ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  28  მაისს,  18:30  საათზე,  ფანჯიკიძის  ქ.  N22-ში  (ყოფილი  ბუდაპეშტის  ქუჩა),   ,,მაქრო  ქონსთრაქშენის“  მასშტაბური  პროექტი  ,,მწვანე  ალმასის“  პრეზენტაცია  შედგება,  რომლის  საინვესტიციო  ღირებულება  115  მილიონ  დოლარამდე შეადგენს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე  ასევე  აღინიშნება საცხოვრებელი კომპლექსი  ,,მწვანე ბუდაპეშტის“  მშენებლობის  წარმატებით  დასრულება.

ახალი  პროექტის  საზეიმო  გახსნის  ცერემონიალს  საქართველოს  ვიცე-პრემიერი  დიმიტრი  ქუმსიშვილი,  საქართველოს  მთავრობისა  და  დიპლომატიური  კორპუსის  წარმომადგენლები,  კომპანიის  მენეჯმენტი,  პროექტი  ,,მწვანე  ალმასის“ სახეები – აჩი და შოთა არველაძეები, ,,მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეები და ახალი  პროექტით დაინტერესებული სტუმრები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g